Tuesday, September 20, 2016

მესამე დღე

გავეცანით მეორე მოდულს:
გავიმეორეთ წინა მოდულზე განხილული საკითხები,
სტანდარტების და  ინდიკატორების მიხედვით შევქმენით პროექტის შესაბამისი მიზნები,  რომელიც გადის მაღალ სააზროვნო უნარებზე და შევამოწმეთ ბლუმის ტაქსონომიით . განვიხილეთ 21- საუკუნის უნარ -ჩვევები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.


Sunday, November 15, 2009

"მედია საქართველოში"

1. პროექტის სახელი: ''მედია საქართველოში''

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტი ეხება საქართველოში არსებულ მედიის სატელევიზიო რეიტინგს.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გამოკითხვით დაადგენენ, სკოლის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა შორის რომელია რეიტინგული სატელევიზიო არხი. რით არის პოპულარული ეს არხი, რა გადაცემებმა განაპირობა ამ არხის პოპულარობა, როგორი ტიპის გადაცემას ანიჭებს რესპოდენტი უპირატესობას - შემეცნებითს, საინფორმაციოს თუ გასართობს? მოზარდების ცხოვრებაში რა როლს ასრულებს ტელევიზიას, რომელია მათთვის პოპულარული გადაცემა, რა ცვლილებების განხორციელებას ისურვებდნენ ისინი მედიაში. ასევე გამოავლენენ ნაკლბად რეიტინგულ არხს. შეეცდებიან გაარკვიონ რამ განაპირობა ამ არხის არაპოპულარობა და მათი აზრით რა ცვილებები უნდა განხორციელდეს მსგავსი არხების პოპულარიზაციისათვის?
4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შეიქმნება ჯგუფები კლაში და გადაინაიწილებენ შეაბამის სამუშაოს, დაამუშავებენ მოძიებულ მასალებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოვლენილი იქნება სატელევიზიო არხების რეიტინგული მაჩვენებელი, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა შორის ყველაზე პოპულარული გადაცემა. გააკეთებენ პრეზენტაციას გამარჯვებულ არხზე და გადაცემაზე.
8. სარგებელი სხვისთვის: შექმნილი ბლოგის მეშვეობით დაინტერესებული პირები მოიპოვებენ ინფორმაციებს სატელევიზიო არხების და მათი რეიტინგების შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა და ინგლისური ენა.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან
: არ არის.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირი: 6. მოსწავლე იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას და აქვს სათანადო გამოთქმა.
7. მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
8. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში.
9. მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს.
10. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს.
21. მოსწავლე აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას.
22. მოსწავლე თხზავს მცირე მოცულობის თხრობით ტექსტს (ცხოვრებისეული, ისტორია, მოგონება, ამბავი).
23. მოსწავლე მიმართავს სათანადო სტრატეგიებს.
24. მოსწავლე აცნობიერებს, რომ მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს.
25. მოსწავლე დამოუკიდებლად მართავს სასწავლო საქმიანობას.
26. მოსწავლე მართავს რესურსებს.
27. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან.
28. მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან.
29. მოსწავლე ითვალისწინებს განსხვავებულ სოციოკულტურულ გარემოში მიღებულ ქცევის წესებს.


12. პროექტის ფალისტატორი: ნინო ტუღუში
13. ფალისტატორის ელ.ფოსტა: ninaka74ka@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ninaka-ni.blogspot.com